AP: ევროპაში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი აქციები მიმდინარეობს

0
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართული აქციის 90-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მასობრივი გამოსვლების დროს საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ძალოვანი სტრუქტურის 28 თანამშრომელი დაშავდა. „მომიტინგეებთან შეტაკებებისას დაშავდა 14 ბრიტანელი პოლიციელი“, - აღნიშნულის შესახებ უკვე ლონდონის პოლიციის კომისარმა კრესიდა დიკმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიციაზე თავდასხმა იყო „შოკისმომგვრელი და სრულიად მიუღებელი“. შეტაკებები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ, დაუნინგ-სტრიტზე მოხდა. საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში, მომიტინგეებთან შეტაკებებისას პოლიციამ ცრემსადენი და ე.წ. წიწაკის გაზი გამოყენა. პროტესტში 2 000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქციის მონაწილეებსა და ძალოვან უწყებას შორის შეტაკებები სხვა ფრანგულ ქალაქებშიც განხორციელდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Protests support Floyd, Black Lives Matter on 4 continents, (07.06.2020), www.apnews.com
Europe
mass
protest
against
racism
headline
0