საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება გაძვირდა

0
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრობის საფასური გაძვირდა - ქუთაისიდან თბილისში მოსახვედრად მოქალაქეებმა სამი ლარით ძვირი, 15 ლარი უნდა გადაიხადონ. საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი დაკლებულია, მძღოლებმა ფასი მაინც გაზარდეს. დღეიდან მგზავრებს გადაადგილება რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ. მათ თერმოსქრინინგი უატარდებათ და ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
0