"ეს არის ქართული მედიცინის მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიცოცხლე"..
Sokhumi Daily
ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს, რომელსაც თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სხვადასხვა გარემოების გამო, ჩვილი მარტო, მშობლებისა და თანმხლები პირის გარეშე უნდა წამოეყვანათ. მისი თქმით, ახალშობილს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი მშობლებს დაუბრუნეს.
"დღეს გამოჯანმრთელებული პატარა მშობლებს დაუბრუნდა, რომლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ქართულ ჯანდაცვას და ამ საოცარ და მართლაც ღვთისნიერ ექიმებს; ივანე ჩხაიძე, ზვიად ბულისკერია, ნინო სოლომონია, მადლობას გიხდით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ეს არის ქართული მედიცინის მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიცოცხლე“,- წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##SokhumiDaily
##Sokhumi
##სოხუმი
##აფხაზეთი
##ახალიამბები
##აფხაზეთისაქართველოა