ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
გადაცვლილიპირი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. მის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, სახლზე მეორე სართულს აშენებდნენ, რა დროსაც შენობა ჩამოინგრა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული, მას საშუალო სირთულის დაზიანებები აქვს.