აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოუხადა რუსეთს მი-24 ტიპის სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის ნახიჩევანის მონაკვეთზე.
აზერბაიჯანის ოფიციალური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტრაგიკული ინცინდენტი“ მოხდა მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე „აქტიური ბრძოლების“ ზონაში. „შვეულმფრენი მოფრინავდა დაბალ სიმაღლეზე, ცუდი ხილვადობის დროს, საჰაერო თავდაცვის რადარის აღმოჩენის ზონის მიღმა. მანამდე ამ რაიონში რუსეთის შვეულმფრენები შემჩნეული არ ყოფილა. რეგიონში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გათვალისწინებით და მომეტებული საბრძოლო მდგომარეობის გამო მორიგე საბრძოლო რაზმმა გამანადგურებელი ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენი სოფელ ერასხვანის მახლობლად, ხეობაში ჩავარდა.
წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი. მესამე ევაკუირებულია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30939124.html
#ახალი_ამბები
#twitter