ქობულეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს დაიწყო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთში კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს, 17 მარტს დაიწყო.ევექსის კლინიკაში, ''ასტრაზენეკას'' ვაქცინა ამ ეტაპზე ათამდე მედიკოსმაგაიკეთა. მანამდე კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სპეციალურ პორტალზე გაიარეს რეგისტრაცია. დღესვე კოვიდისსაწინააღმდეგო აცრა გაიკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა კობა ნაკაიძემ და ქობულეთის ევექსის კლინიკის დირექტორმა. აჭარაში 3980დოზა ვაქცინაა შემოტანილი. ამ დროისთვისრეგიონში163 მედიკოსს გაუკეთდა ვაქცინა. ხვალიდანიმუნიზაციის პროცესში ჩაერთვება, ხულო, ქედა, შუახევი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიც. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ''ასტრაზენეკას''ვაქცინაზე 100-მდე ჯავშანია გაკეთებული.