რუსეთში კორონავირუსის 16 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 296 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 497 167-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 296 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 25 821-ს მიაღწია. 11 567-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 130 818 ადამიანი განიკურნა. ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.