დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში რესტორნებმა, სასტუმროებმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.
გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ დღეიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ.
გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა.
ქალაქებს შორის მგზავრების გადაადგილებას მიკროავტობუსები და ავტობუსები უზრუნველყოფენ. მგზავრობის ფასი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით 20 ლარი რჩება.
მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები.
#შეზღუდვებისმოხსნა #რესტორნები #სასტუმროები #ჯანდაცვისსამინისტრო #შესაბამისიუწყებები #zugdididaily