ენტონი ფაუჩი ამერიკელებს: შეწყვიტეთ ბარებში სიარული

Tbilisi Daily

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკელებმა უნდა შეწყვიტონ ბარებში შეკრება. „ბარებში სიარული ნამდვილად არ არის კარგი. ბარებში შეკრება ცუდი ამბავია. ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ ეს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე. ამასთანავე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს ყველაფრის შეზღუდვას, ვინაიდან ხალხი ამას არ მოითმენს. „რასაც ვამბობ ის არის, რომ ხალხს უნდა შეეძლოს გარეთ გასვლა და დროის ტარება უსაფრთხო გაიდლაინების ფარგლებში, რომელიც ჩვენ შემუშავებული გვაქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენზე უნდა მუშაობდეს და არა ჩვენ წინააღმდეგ“, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 126 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.