სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აქვს. „მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში“, - წერს სამადაშვილი.