ვაქცინა ინფიცირებული ყაზახებისგან აღებული ვირუსის შტამს ეფუძნება

Tbilisi Daily

ყაზახმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მეცნიერების ნამუშევარი დაარეგისტრირა და ის შესაძლო ვაქცინების ჩამონათვალში შეიყვანა. ვაქცინაზე ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ. ვაქცინა ინფიცირებული ყაზახებისგან აღებული ვირუსის შტამს ეფუძნება. წყარო: https://www.nur.kz/1856234-kazahstan-vklucili-v-spisok-razrabotcikov-vakciny-ot-koronavirusa.html