ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

Zugdidi Daily

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ თანამდებობა დატოვა. საკრებულოს პრესამსახურში მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ. პრესსამსახურში ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს : "გუშინ დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, განცხადებაში წასვლის მიზეზად ოჯახური მდგომარეობაა მითითებული." საკრებულოს გადამდგარ თავმჯდომარესთან დაკავშირირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ,ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. #ჩხოროწყუ #სამეგრელო #საკრებულო #პრესსამსახური #თავმჯდომარე #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com