შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა - მიტროპოლიტი იობი მღვდლის ინფიცირებაზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141559
შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი მიიჩნევს, რომ რომ სასულიერო პირის დაინფიცირება მისმა ცოდვებმა გამოიწვია. ამის შესახებ მან დღეს, 15 აპრილს ქადაგების დროს განაცხადა.
"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს" - აცხადებს მიტროპოლიტი იობი.