ამირან გამყრელიძე კარანტინში გარდაცვლილ მამაკაცზე: მე ახალა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩამოსული იყო ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან. მე ახალა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია“ - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კახეთში ყოფნის დროს გააკეთა, თუმცა მას ამ ეტაპზე არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. გამყრელიძეს არ აქვს ინფორმაცია არც იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა. ერთ-ერთი ვერსიით, საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი მამაკაცი მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მამაკაცს ამის შესახებ სასტუმროში შესვლის დროს არაფერი უთქვამს. მამაკაცი, რომელიც თელავში, საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა, საფრანგეთიდან ჩამოვიდა 24 სექტემბერს. ის დღეს გარდაცვლილი ნახა სასტუმროს პერსონალმა და ადგილზე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გვამი გადაასვენეს გურჯაანის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროში. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30859568.html #ახალი_ამბები #twitter