ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ.

0
ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, ყოფილი სასტუმრო “ეგრისის” შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 17 ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. "ეგრისის" შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, შენობას აწვიმს. უკიდურესად მძიმე პირობების მიუხედავად მათ ანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებული დახმარება არ შეხებიათ. სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ენმ-ს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე. ის ამ საკითხთან დაკავშირებით განცახდებას აკეთებს : „აი როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს, რომ ამ პანდემიას წარმატებით გაართვეს თავი და დაეხმარნენ თურმე ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ახლა მე მინდა მივმართო მათ, იქნებ მოვიდნენ ამ ჩასახლებაში და გვითხრან ვის დაეხმარნენ საერთოდ თუ არა აი ამ კატეგორიის, გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც აი ამ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ამ ადამიანებმა არაერთხელ მიმართეს ზუგდიდის მერიას, დევნილტა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ამ პანდემიის ჟამს დახმარებოდნენ მათ, თუმცა მათგან დღემდე არ მიუღიათ პასუხი და დღემდე ეს ადამიანები არიან აი ასე უყურადღებოდ დარჩენილები." სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან. #ზუგდიდი #ეგრისი #დევნილთადასახლება #სოციალურადდაუცველიოჯახები #მძიმეპირობები #პანდემია #ენმ #zugdididaily
0