სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა 22 ოქტომბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

Pirveliradio Ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა, დღეიდან 22 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავრუსის მართვის საკოორდინაციო შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კოვიდ-19“ ხუთ მოსწავლეს დაუდასტურდა. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „ის ადამიანები, რომლებიც ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხშირად არღვევენ წესებს და დადიან გარეთ, რაც დაუშვებელია, ზრდის ვირუსით ინფიცირების რისკებს ზრდის. თითოეულ ველისციხელს მოვუწოდებ, დაიცვას თვითიზოლაციის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე მიღებული იქნება მკაცრი ზომები“, – განაცხადა შიოშვილმა.