"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს...თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა..

Tbilisi Daily

შა­ტი­ლის ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სა­მი­ვე გო­გო­ნა, ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე, დღეს სა­კუ­თარ სახ­ლში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრომ­დე არ აქვთ პა­სუ­ხე­ბი მომ­ხდარ­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ელო­დე­ბი­ან. AMBEBI.GE-მ შევ­ძე­ლით სა­მი­ვე მათ­გან­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა. დღეს გთა­ვა­ზობთ ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძეს­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს და ის პირ­ვე­ლად იხ­სე­ნებს თავს გა­დამ­ხდარ ამ­ბებს: ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე:- ჩემს მოს­წავ­ლეს­თან, ხა­ტია ზა­ა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დავ­კარ­გე, შა­ტი­ლის ტურ­ზე წა­ვე­დი. იმის გა­აზ­რე­ბა მი­ჭირს, რაც ჩვენს თავს მოხ­და. ხა­ტი­ას 4 წლის წინ ვას­წავ­ლი­დი და ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. თვი­თო­ნაც ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. გვინ­დო­და მათი ტუ­რით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ რად­გან მათი ტური გა­და­ი­დო, წა­ვე­დით კომ­პა­ნია "თრე­ვე­ლერ ჯი"-თი. არა­სო­დეს მქო­ნია შიში გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და არც არა­სო­დეს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ მან­ქა­ნის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის ნდო­ბა მქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფე­რი გა­დაგ­ვი­მოწ­მე­ბია.- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ? - მახ­სოვს, რო­გორ ვერ­თო­ბო­დით. არ მახ­სოვს მან­ქა­ნა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო ან რამე პრობ­ლე­მა გვქო­ნო­და გზა­ში. გა­ვერ­თეთ, კარ­გად იყო ყვე­ლა­ფე­რი, უკან ვბრუნ­დე­ბო­დით და ის რაც მოხ­და, დღემ­დე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ჩემ­თვის. ზო­გა­დად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი ტური იყო, სა­დაც არა­ვინ გა­მიც­ვნია. ავე­დით, მი­ვე­სალ­მეთ ყვე­ლას, დავ­ჯე­ქით ერ­თად მე და ხა­ტია და მთე­ლი გზა ერ­თად ვსა­უბ­რობ­დით. არა­ვინ გა­მიც­ვნია.ახლა, როცა ვი­გებ ამ­ბებს და მათ ფო­ტო­ებს ვნა­ხუ­ლობ, მახ­სენ­დე­ბა რომ ვნა­ხე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­ვი­ცა­ნი და და­ვე­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ სა­ხე­ლი და გვა­რე­ბით არა. ალ­ბათ ჩემი და­უ­დევ­რო­ბაც არის ის, რომ მძღოლს არც დავკვირ­ვე­ბი­ვარ, რამე ხომ არ უჭირ­და. გზა­ში არც შემ­ში­ნე­ბია. ერთ დღე­ში რო­გორ უნდა გა­ი­ა­რო ეს გზაო, ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ პი­რა­დად მე მგზავ­რო­ბა არ მღლის, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს და შე­სა­ბა­მი­სად და­უძ­ლე­ვე­ლი იმ გზა­ში არა­ფე­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. დი­დად გზის­კენ არც ვი­ყუ­რე­ბო­დი და რთუ­ლად არც მომჩვე­ნე­ბია, რომ და­ძა­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მერე გა­ვარ­კვიე, რომ ამ კომ­პა­ნი­ით წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი კა­ბა­დო­კი­ა­ში. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ისიც გა­მახ­სენ­და, გზა­ში ერთხელ მუ­ცო­ში ას­ვლის დროს გიდ­საც ვე­ლა­პა­რა­კე. ფე­ხით ავ­დი­ო­დით და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და მას ვუ­თხა­რი, მგო­ნი კა­ბა­დო­კი­ა­ში თქვე­ნი ტუ­რით ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. რო­დის ვი­ყა­ვი, ის მკი­თხა და გა­ახ­სენ­და, რომ იმ დროს გიდი სხვა პირი იყო. მეტი კონ­ტაქ­ტი გიდ­თან არ მქო­ნია. - უკან ბრუნ­დე­ბო­დით, რო­დე­საც ავა­რია მოხ­და... რამე გახ­სოვთ ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტი­დან? - არა­ფე­რი დარ­ჩა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა წყდე­ბა იქ, როცა თაფ­ლის სა­ყიდ­ლად გავ­ჩერ­დით. თქვეს თაფ­ლი შე­ვის­ყი­დო­თო, არა­და ვა­პი­რებ­დით ყვე­ლა­ნი სად­მე ქვე­ვით რეს­ტო­რან­ში დავ­მსხდა­რი­ყა­ვით. ზე­ვით ვე­რა­ვინ ვერ მიგ­ვი­ღო, გვი­თხრეს, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ ხინ­კლის შეხ­ვე­ვას. ყვე­ლას გვში­ო­და. მახ­სოვს, ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლოც ვი­ყა­ვი, რომ გა­ა­ჩე­რეს, რა დროს თაფ­ლია, გვშია-მეთ­ქი. მერე არა­ფე­რი მახ­სოვს, არა­და თურ­მე ამ სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ გონ­ზე ვყო­ფილ­ვარ, ბევ­რიც მი­ლა­პა­რა­კია ჩემ­ზე, მაგ­რამ ეს მე არა­ფე­რი მახ­სოვს. - ანუ გო­ნე­ბა არ და­გი­კარ­გავთ? - ბო­ლომ­დე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შევ­სულ­ვარ ისე, რომ გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს. მთე­ლი გზა სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით რომ მოვ­ყავ­დით, თურ­მე გონ­ზე ვი­ყა­ვი. მერე და­მი­რე­კა იმ ექთან­მა, რო­მელ­მაც ბი­სო­დან სას­წრა­ფო­თი გად­მოგ­ვიყ­ვა­ნა, ეგეც არ მახ­სოვ­და, რომ თურ­მე სა­დღაც მცხე­თას­თან სხვა სას­წრა­ფო­ში გა­და­ვუს­ვი­ვართ. ექთ­ნის­თვის ბევ­რი რამე მო­მი­ყო­ლია ჩემ­ზე, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სოვს. აქეთ მი­ამ­ბობ­და ჩემს მო­ყო­ლილ ამ­ბებს. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ვნა­ხე ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი, ვერ მივ­ხვდი სად ვი­ყა­ვი, რა­ტომ ვი­ყა­ვი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, იქ რა მინ­დო­და. - ნა­ტა­ლი რა და­ზა­ნე­ბე­ბი გქონ­დათ? - ნეკ­ნი მაქვს ნა­ხე­ვა­რი ამოც­ლი­ლი, იმ სა­ღა­მოს რომ მი­მიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან ცუ­დად ვყო­ფილ­ვარ. ექი­მე­ბი მერე ამ­ბობ­დნენ, შენ რომ ახლა გვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­აო. ისე მძი­მედ ვი­ყა­ვი. გა­მო­წე­რის შემ­დეგ ორ­ჯერ მი­ვე­დი კონ­ტროლ­ზე, მე­ო­რედ უკვე ჩემი ფე­ხით. უნდა გე­ნა­ხათ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი რო­გორ მხვდე­ბოდ­ნენ, ტი­როდ­ნენ რომ მი­ყუ­რებ­დნენ. მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. ფილ­ტვე­ბი ახლა მგო­ნი კარ­გად მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის შიში აქვთ და გა­რეთ არ მიშ­ვე­ბენ, სახ­ლში ვარ ჩა­კე­ტი­ლი, მი­თუ­მე­ტეს, კო­რო­ნა არის და ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბი­ან კო­რო­ნა არ შემ­ხვდეს. ჩა­კე­ტი­ლი ვარ. მენ­ჯე­ბი მქონ­და გაბ­ზა­რუ­ლი, საჯ­დო­მის ძვა­ლი გა­ტე­ხი­ლი, მარ­ცხე­ნა ხელი მო­ტე­ხი­ლი. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგა. მოკ­ლედ, ბევ­რი და­ზა­ნე­ბე­ბი გვაქვს სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ მთა­ვა­რია გა­დავ­რჩით არა­ფერ­ზე წუ­წუ­ნი არ შე­იძ­ლე­ბა, არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი არ გვაქვს, ხმა არ გვაქვს ამო­სა­ღე­ბი. მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში იმ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ად დარ­ჩე­ბა, ვერ გა­მოვ­დი­ვართ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­ი­აზ­რო ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია, რომ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი არ გყავს, და­კარ­გო ნა­თე­სა­ვე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა ამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ამ­ბავს და ეს ურ­თუ­ლე­სია. დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი არა­ნა­ი­რი, თუ რა მოხ­და. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი არ არის. არ ვი­ცით რა­ტომ მოხ­და და რა­ტომ შე­ე­წი­რა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე პა­სუ­ხებს ვი­თხოვთ. - სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას შეხ­ვედ­რა ოჯა­ხის წევ­რებ­თან რო­გო­რი იყო? - ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რომ შე­მო­ვიდ­ნენ ჩემს სა­ნა­ხა­ვად, მა­შინ არ ვი­ცო­დი ჯერ რა იყო მომ­ხდა­რი. კარ­გა ხანი გვი­მა­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს. აკ­რძა­ლუ­ლი გვქონ­და ტე­ლე­ფო­ნი, ინ­ტერ­ნე­ტი, არა­ფერ­თან წვდო­მა არ გვქონ­და. მამა, დედა და ჩემი ძმა შე­მო­ვიდ­ნენ სა­ნა­ხა­ვად. დე­და­ჩემ­მა და ჩემ­მა ძმამ შეძ­ლეს თავი ხელ­ში აეყ­ვა­ნათ და იცი­ნოდ­ნენ, მა­მა­ჩემს რომ გავ­ხე­დე, გა­ვი­ფიქ­რე, მამა აღარ შე­მო­უშ­ვათ-მეთ­ქი, მან ვერ შეძ­ლო ემო­ცი­ის და­მალ­ვა. დედა მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ექი­მებ­ზე, ამ ხალ­ხმა გა­და­გარ­ჩი­ნაო და ვერ ვი­აზ­რებ­დი რა მოხ­და, რის­გან გა­და­მარ­ჩი­ნეს. ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ვკი­თხუ­ლობ­დი ჩემს ხა­ტი­ას, სად იყო ხა­ტია-თქო. ყვე­ლა­ნი მი­მა­ლავ­დნენ, პა­ხუხს არ მცემ­დნენ, ერთ-ერთი შე­მოს­ვლის დროს ჩემ­მა ძმამ მი­თხრა, მძი­მედ არის და სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ხა­ტი­ას დე­დას შე­ეხ­მი­ა­ნეთ, მი­წე­რეთ, იქ­ნებ ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნონ- მეთ­ქი. მჯე­რო­და, რომ ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ მერე და­ვეჭ­ვდი. ნელ-ნელა რა­ღა­ცე­ე­ბი თქვეს. ბო­ლომ­დე არც თქვეს, ჩე­მით მივ­ხვდი, ყვე­ლა­ფერს რომ ხვდე­ბი და და­ჯე­რე­ბა არ გინ­და, ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო. ახლა ხომ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ და ახ­ლაც არ მჯე­რა. მერე გა­ვი­გე, რომ სამ­ნი გა­დავ­რჩით. თამო და ხა­ტია ჩვენს კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ. ალ­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ გონ­ზე მო­სუ­ლებს კი­თხვე­ბი არ დაგ­ვეს­ვა. ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი და იმ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი ცალ­კე სა­ლა­პა­რა­კოა, ეს არ იყო მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის და ექი­მე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­დაგ­ვყვა მთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი, რა­ღაც სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და ჩემს თავს. ოდ­ნავ სახე რომ შე­მეც­ვლე­ბო­და, იმ წამს ყვე­ლა ჩემ­თან იდგა, რამე ხომ არ გჭირ­სო. უდი­დე­სი მად­ლო­ბა მათ. ამას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი. კი­დე­ვაც ვთქვი, ყო­ველ­დღე მად­ლო­ბე­ბის წე­რი­ლე­ბი რომ გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ, არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი-მეთ­ქი. მარ­თლა სას­წა­უ­ლი გა­ა­კე­თეს. - რო­დის გა­მოგ­წე­რეს კლი­ნი­კი­დან? - 26 სექ­ტემ­ბერს გა­მომ­წე­რეს კლი­ნი­კი­დან, სახ­ლში მწო­ლი­ა­რე მო­მიყ­ვა­ნეს, 12 ოქ­ტომ­ბერს ისევ და­წო­ლი­ლი მი­მიყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე. ისევ ხელ­მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე და მერე ისევ პირ­ვე­ლად ავიდ­გი ფეხი, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, 26 ოქ­ტომ­ბერს მომხსნეს მარ­ცხე­ნა ხე­ლი­დან გიფ­სი და მას მერე სულ სახ­ლში ვარ. - გა­დარ­ჩე­ნილ გო­გო­ნებ­თან გაქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია? - როცა მი­თხრეს, შა­ტი­ლი­დან სამ­ნი ვი­წე­ქით იმ კლი­ნი­კა­ში მას მერე სულ ვკი­თხუ­ლობ­დი იმ ორს, რო­გორ არი­ან-თქო, ჯერ ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, მხო­ლოდ წე­რით ვა­გე­ბი­ნებ­დი. მი­თხრეს რომ ხა­ტია მძი­მედ იყო, არა­ფე­რი იცო­და, მას დღე­საც არ ახ­სოვს არა­ფე­რი შა­ტი­ლის ტუ­რი­დან. თა­მუ­ნა­ზე მი­თხრეს სულ ტი­რი­სო, რა ატი­რებს ამ­დე­ნი რამე გა­და­ვი­ტა­ნეთ და გა­დავ­რჩით- მეთ­ქი. ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, წე­რი­ლი და­ვუ­წე­რე და გა­ვუგ­ზავ­ნე. არა­და არც ხა­ტია მახ­სოვს იმ ტუ­რი­დან და არც თამო. მივ­წე­რე თა­მოს, ჩვე­ნი ტი­რი­ლი მა­შინ მორ­ჩა, როცა ჩვენ გა­დავ­რჩით და აღა­რას­დროს აღარ ვი­ტი­როთ მეთ­ქი. მა­შინ ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ ვი­ცო­დი სი­მარ­თლე. ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და ხა­ტი­ას და თა­მოს. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ეს არის უფ­ლის სას­წა­უ­ლი, სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა და ამის მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. მე დღემ­დე არ მაქვს ნა­ნა­ხი ყვე­ლა­ფე­რი, რა­ღა­ცე­ებს ვუ­ყუ­რე და ვერც ვუ­ყუ­რებ, დამ­ტვრე­უ­ლი მან­ქა­ნა რომ ვნა­ხე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იქ რო­გორ გა­დავ­რჩით, თან ისე რომ გო­ნე­ბა არ მქონ­და გა­თი­შუ­ლი და ვსა­უბ­რობ­დი. გა­ვი­გე 80 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე რომ ვიფ­რი­ნეთ, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.- ცოტა რამ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც გვი­ამ­ბეთ, რო­გორც ვიცი ახლა მუ­შა­ობთ... - დიახ, ონ­ლა­ინ ვმუ­შა­ობ. ფეხ­ზე რომ დავ­დე­ქი, მა­შინ­ვე მო­ვი­თხო­ვე, სამ­სა­ხუ­რი მინ­და მეთ­ქი და გა­ვაგ­რძე­ლე ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ფო­ლა­დის სახ­ლს, მთლი­ან კო­ლექ­ტივს, ჩემს უფ­როსს ბა­ტონ ზეზ­ვას, ყვე­ლას, რომ­ლებ­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს და ჩემს გვერ­დით იყ­ვნენ. დღემ­დე ყვე­ლა­ნი ჩემს გვერ­დში არი­ან და ვმუ­შა­ობ ფო­ლა­დის სახ­ლში მე­ნე­ჯე­რად. ჩარ­თუ­ლი ვარ ძა­ლი­ან. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მინ­დო­და გა­მე­გო რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი სამ­სა­ხურს. ჩემს თავ­თან გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ. მინ­და მალე ჩავ­დგე ფორ­მა­ში და და­ვუბ­რუნ­დე იმ ცხოვ­რე­ბას, რა­საც ყვე­ლა ჩემ­გან ელო­დე­ბა. მინ­და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, მაგ­რამ ჩემი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­წუ­ხა­როდ არ მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას რომ გა­ვი­დე გა­რეთ. ჩვენ ახლა სა­მი­ვე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თად ვი­თხოვთ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს. მარ­ტო ერთი კომ­პა­ნი­ის დას­ჯა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, ასე­ვე როცა პრე­ტენ­ზია გვაქვს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გზე­ბიც უნდა იყოს ყო­ველ­თვის გა­მარ­თუ­ლი და ინი­ცი­ა­ტი­ვა მაქვს, რაც ჩვენ დაგ­ვე­მარ­თა, ეს არა­სო­დეს რომ არ მოხ­დეს, ამის­თვის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­წეს­დეს. არა­სო­დეს მი­კი­თხავს მძღოლ­მა იცის თუ არა ის გზა, რაც მას გა­სავ­ლე­ლი აქვს თქო, ან მან­ქა­ნას ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა აქვს თუ არა გავ­ლი­ლი, ამი­ტომ ყვე­ლა ტუ­რის წინ უნდა და­ი­დოს მძღო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე, მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის დას­კვნა, რაც ჩემი აზ­რით ნა­წი­ლობ­რივ აგ­ვა­ცი­ლებს რის­კებს. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ბევ­რს დავ­დი­ვარ და რო­დე­საც დიდი გზაა გა­სავ­ლე­ლი სა­თა­და­რი­გო მძღო­ლიც უნდა იყოს. კა­ნო­ნის დო­ნე­ზე უნდა მო­წეს­რიგ­დეს ეს პრობ­ლე­მე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ხომ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ და გა­ვუფ­თხილ­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს და ერ­თმა­ნეთს. გა­მო­ძი­ე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ელო­დე­ბი­ან ექ­სპერ­ტი­ზის დასვნას, მაგ­რამ დღემ­დე ჩვენ პა­სუ­ხე­ბი არ გვაქვს. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მე მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, ჩემს მე­გობ­რებს ვთხოვ­დი, ჩემ­ზე ლოც­ვას მორ­ჩით ხა­ტი­ა­ზე ილო­ცეთ-მეთ­ქი და ამ დროს არ ვი­ცო­დი, რომ ხა­ტია არ მყავ­და. მე სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი პე­და­გო­გად. თურ­ქუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ხა­ტი­ას ვას­წავ­ლი­დი. ხა­ტი­ას ოჯახ­თან მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო დე­დას­თან ჩემი კო­მუ­ნი­კა­ცია. ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ვი­წე­ქი, ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე და იმ­დე­ნად იმოქ­მე­და ამ ფაქ­ტმა ჩემ­ზე, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რამ ამი­წია და ვე­ღარ და­მიკ­ლეს, ამი­ტომ დაგ­ვი­ან­და ჩემი გა­მო­წე­რა კლი­ნი­კი­დან. ხა­ტი­ას დე­დას­თან ძლივს შევ­ძე­ლი ლა­პა­რა­კი, მისი ნახ­ვა დღემ­დე ვერ შევ­ძე­ლი. ძა­ლი­ან რთუ­ლია მას­ზე სა­უ­ბა­რი.