შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ 24 და 25 აგვისტოს შიდა ქართლში დაგეგმილი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა გადადო
Tbilisi Daily
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.
„შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულია 17 ადამიანი. სამის მდგომარეობა კი მძიმეა.