ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ელექტრონული ტაბლოები განთავსდა
Batumi Daily
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტ "მწვანე ქალაქების" ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს ბათუმის მერიასთან ერთად, ერთ-ერთ საპილოტე ღონისძიებად განსაზღვრული არის ქალაქის სამ ცენტრალურ - ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩებზე 30 ელექტრონული ტაბლოს განთავსება.
"მგზავრები შეძლებენ მიმდინარე რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველი ავტობუსის მოსვლის დროის შესახებ. ამ ქუჩებზე ასევე დაგეგმილია ავტობუსის სპეციალური ზოლის მოწყობაც, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადეობრივი ტრანსპორტის სისტემის ოპტიმიზაციას. " - აცხადებს ლაშა ნაკაშიძე, პროექტ "მწვანე ქალაქების" ხელმძღვანელი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ბათუმის მერია
#batumidaily
#ბათუმისმერია
#სატრანსპორტოცვლილებები