სამი რამ, რაც ექსპერტიზამ შაქარაშვილის საქმეზე დააზუსტა

Tbilisi Daily

პროკურატურის მიერ ლევან სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის დღეს გასაჯაროებული დასკვნა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი მას ენდობა და ხედავს ფიზიკური ანგარიშსწორების სურათს, მართლაც მიუთითებს თუ არა ეს ექსპერტიზა კონკრეტულად ამ სურათზე. კითხვა №1 – მიუთითებს თუ არა ექსპერტიზა სიცოცხლეში გიორგი შაქარაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე? კითხვა № 2 – თუ სიცოცხლეში მიყენებული ფიზიკური დაზიანებები არ გამხდარა შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, მაშინ რის საფუძველზე გადააკვალიფიცირა გამოძიებამ საქმე განზრახ მკვლელობად? კითხვა № 3 – იკვეთება თუ არა რეალურად გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის განზრახვა? დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ამ კითხვაზე გაცემული ნებისმიერი პასუხი ინტერპრეტაცია იქნება მხოლოდ. „ამ კითხვებზე პასუხის გაცემამადე მხოლოდ ამ ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი. უნდა ჩატარდეს კომისიური, ან კომპლექსური ექსპერტიზები. აქვე მინდა შევახსენო კანონმდებლებს, რომ კარგი იქნება, თუ ეს ტერმინები კანონში ჩაიწერება… სწორედ ასეთი სახით ჩატარებული ექსპერტიზა მოგვცემს უფრო ნათელს სურათს. ახლა კი, არსებული დოკუმენტით იკვეთება მხოლოდ რამდენიმე ფაქტი: სიკვდილი დადგა წყლით გამოწვეული ასფიქსიით; სხეულზე დაზიანებები მიყენებული აქვს გარდაცვალებამდე; ეს დაზიანებები ერთობლიობაშიც და ცალ-ცალკეც მსუბუქი ხარისხისაა“ - განმარტავს ექსპერტი. წყარო: პრაიმტაიმი შაქარაშვილი ექსპერტიზა კითხვები TbilisiDaily