5 საუკეთესო საახალწლო ანიმე OVA ეპიზოდი

0
ახალი წელი სულ რამდენიმე საათში დადგება, თუმცა უმეტესობას ალბათ საახალწლო განწყობა ნაკლებად გაქვთ ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე. წელს თითქოს არაფერი ხდება, ყველაფერი მკვდარია და არანაირი შეგრძნება არ არის იმის, რომ ახალი წელი დგება და მას უნდა შევხვდეთ, სწორედ ამიტომ საახალწლო განწყობის ასამაღლებლად საშობაო ეპიზოდების ყურება შესანიშნავი საშუალებაა. ყველა ანიმე ფანს უყვარს კარგი საახალწლო ანიმე ეპიზოდები. ანიმეების ყველა ჟანრს თავისებური საახალწლო ეპიზოდი აქვს-ზოგს მხიარული, ზოგს საყვარლობა, ზოგს რომანტიკული და ზოგს საერთოდაც მელანქოლიური. როდესაც OVA ეპიზოდებზე ვიწყებთ საუბარს, საკმაოდ ბევრი ანიმეა ისეთი, რომელსაც შეუძლია მაყურებელი საახალწლო განწყობაზე დააყენოს.მიუხედავად იმისა რომ ყველა პირდაპირ ახალ წელს არ უკავშირდება, ყველა მათგანს ცივი ზამთრის ატმოსფერო, მეგობრობა და სასიყვარულო ურთიერთობები აერთიანებს. ხანდახან კი უბრალოდ კარგი განწყობა რომელიც მაყურებელსაც მარტივად იყოლიებს და დღესასწაულის განწყობას უქმნის, დღეს სწორედ ასეთი ეპიზოდები მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც დაგეხმარებათ შეიქმნათ განწყობა და კარგ გუნებაზე შეხვდეთ ახალ, 2021 წელს:

5.itsudatte my santa!

ანიმეს სახელწოდებიდან, ალბათ უკვე ხვდებით რომ ეს OVA პირდაპირ ახალ წელთან არის დაკავშირებული.ისევე როგორც უამრავი სხვა საშობაო ისტორია, ესეც ახალგაზრდა ბიჭს მიყვება, რომელიც დღესასწაულზე დაიბადა და ამის გამო ვერ იტანს ამ დღეს. ის თვლის რომ ამ დღესასწაულის ბრალია ის რომ მას ნორმალური დაბადების დღე არ ქონია და არ აღუნიშნია ხალხთან ერთად და ამის გამო თავს გარიყულად გრძნობს. მაგრამ როდესაც გოგონა, სახელად მაი, მის ცხოვრებაში გამოჩნდება და ცდილობს სამყარო სხვა თვალით დაანახოს, ნელ-ნელა საახალწლო განწყობაც უმაღლდება.

4.clannad : "another world:tomoyo chapter"

"another world:tomoyo chapter" ერთ-ერთი ეპიზოდია კლანადის ვრცელ OVA ეპიზოდებში, თუმცა ის ცალკე მდგომი ეპიზოდია რომელსაც ნაკლები კავშირი აქვს მთავარ პლოტთან, რადგან ეპიზოდი სხვა დროის ხაზში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ ეს ეპიზოდი პირდაპირ საშობაო არ არის, ისტორია ზამთრის პერიოდში ვითარდება და სასიყვარულო ისტორიას გვიყვება, ისეთ სასიყვარულო ურთიერთობას, რომელშიც ადამიანებს რაღაცების გაწირვა უწევთ ერთმანეთის ბედნიერებისთვის. ამ ეპიზოდს ბედნიერი დასასრულიც აქვს და შესანიშნავია დღესასწაულის წინ საყურებლად.

3.fairy tail "fairies' christmas"

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმეს, fairy tail ს საკუთარი საშობაო OVA ეპიზოდიც აქვს, სახელად "fairies' christmas". ეპიზოდი კრეატიულ ჩაცმულობაზე კონცერტრირდება, კონკრეტულად კი საშობაო კოსტუმებზე. ეს ეპიზოდი სავსეა საყვარლობა და "კეთილი" მომენტებით, რომელიც საშობაო ეპიზოდების ტრადიციაა, ასევე როგორ ცდილობენ საახალწლოდ ყველაფრის მოსწრებას პერსონაჟები.

2.ranma 1/2: "tendo family christmas scramble!"

გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს ის ფაქტი რომ რუმიკო ტაკაჰაშის საკმაოდ სასაცილო და პოპულარულ ანიმეს, ranma 1/2 ს თავისი საშობაო ეპიზოდი აქვს. კასუმი საშობაო წვეულებას მოაწყობს ტენდოს სახლში, სადაც ყველა მთავარი პერსონაჟი იკრიბება. OVA ნამდვილ ქაოსს და განადგურებას გადმოსცემს, როგორც ზოგადად ranma 1/2 ის ეპიზოდებს სჩვევია, თუმცა ამავდროულად თბილი და საყვარელი მომენტებით გამოირჩევა პერსონაჟებს შორის.

1.bunny drop: "dear my santa claus"

ეპიზოდი 2 პერსონაჟს მიყვება, რომლებიც ცდილობენ მარტოხელა მშობლობას გაუძლონ და ბავშვებს საახალწლო განწყობა შეუქმნან და ისინი ნელ-ნელა პატარა ოჯახად იქცევიან. OVA იმ პერსონაჟებზე გვიყვება, ვინც საშობაოდ ემზადებიან ერთად პირველად და ანიმე ორივე მხარეს გვაჩვენებს, ბავშვების თვალით დანახულსაც და მშობლებისასაც.
0