ღარიბმა ქვეყნებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინცა შესაძლოა 2024 წლამდე ვერ მიიღონ
Tbilisi Daily
ღარიბმა ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა 2024 წლამდე ვერ მიიღონ. ამის შესახებ „როიტერი“ ექსკლუზიურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გლობალური სქემის წარუმატებლობის შანსი ძალიან მაღალია. პროგრამა განიცდის სახსრების ნაკლებობას, მომარაგების რისკებს და რთულ სახელშეკრულებო შეთანხმებებს, რის გამოც ის ვაქცინაზე მილიარდობით ადამიანის წვდომას ვერ უზრუნველყოფს.