“ოპოზიციამ ვერ მოახერხა სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრება” - ირაკლი კობახიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ხელს შეუწყობს იმას რომ ბევრი პარტია შევა პარლამენტში. “ ეს სჭირდება არა ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას, არამედ ეს სჭირდება ქართველ ხალხს და დემოკრატიას. მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება ქართულ დემოკრატიას” ირაკლი კობახიძე.
მანვე განმარტა, რომ აქციაზე პიკის დროს 7 ათასი ადამიანი იყო რაც 2500 კაცამდე შემცირდა და რომ ეს იყო აქციის მონაწილეთა რეალური რაოდენობა.
“ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა არჩევნების იმ შედეგების მიმართ რომელიც დაფიქსირდა 31 ოქტომბერს, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და იმ კურსს, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ეს არის ჩვენი დასავლური კურსი, განვითარების კურსი, ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის კურსი” - ირაკლი კობახიძე