სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა

Tbilisi Daily

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში გაზქურის რვა სანთურა იყო დატოვებული. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.   მათივე ცნობით, „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ლაზერული გადამოწმებისას დაგაზიანება დააფიქსირა.   „ობიექტს შეუწყდა გაზმომარაგება. გამოძახებულია საპატრულო ეკიპაჟი“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“. #ახალიამბები