უდაბნოში მეტალის მისტიური მონოლითი აღმოაჩინეს

Tbilisi Daily

იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DPS) წევრები თავიანთ რუტინულ საქმეს ასრულებდნენ ველური ბუნების ხელშეწყობისთვის, როცა მათმა ესქპედიციამ, შემთხვევით, სრულიად შეიცვალა მიმართულება. ეკიპაჟის წევრებმა იუტას ველურ ტერიტორიებზე, ერთი შეხედვით, არამიწიერი მისტიური მეტალის მონოლითი აღმოაჩინეს. იუტას DPS-ის საავიაციო ბიუროს ოფიცრები, გასულ ოთხშაბათს, ველური ბუნების რესურსების სამმართველოს ეხმარებოდნენ ამ ტერიტორიაზე დიდრქიანი ცხვრების რაოდენობის შესწავლაში. ისინი ვერტმფრენით გადაადგილდებოდნენ, როცა მათ დაინახეს უცნობი ობიექტი, რომელიც იქ თითქოს პირდაპირ ფილმიდან "2001: კოსმოსური ოდისეა" გაჩნდა. როდესაც ეკიპაჟი იმ ადგილას მიბრუნდა, მათ დაინახეს წითელ ქვებს შორის აღმართული მბზინვარე ვერცხლისფერი მონოლითი, რომელიც თითქოს მიწიდან ამოზრდილიყო. ჰატჩინგსის შეფასებით, იგი დაახლოებით 3-3.5 მეტრი სიმაღლის იყო. "იგი აქ შემთხვევით ჩამოვარდნილს არ ჰგავდა. მონოლითი ისე გამოიყურებოდა, თითქოს იგი გამიზნულად ჩაარჭეს ამ ადგილას", — განუცხადა მან KSL-ს. მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ მეტალის მონოლითი, სავარაუდოდ, იქ არა უცხოპლანეტელის, არამედ ხელოვანის მიერ იყო მოთავსებული. "ვფიქრობ ეს რომელიმე ხელოვანის ნამოქმედარია, ან ისეთი ადამიანის, რომელსაც ძალიან უყვარს ფილმი "2001: კოსმოსური ოდისეა", — აღნიშნავს იგი. ჰატჩინგსი 1968 წლის ფილმს გულისხმობს, სადაც ერთ-ერთ სცენაში ჩნდება ზუსტად იმის მსგავსი შავი მონოლითი, რომელიც მათ გასულ კვირას აღმოაჩინეს. მონოლითის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროვებული არ არის და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ან რამ მოათავსა იგი ამ ადგილას. შემდეგი კვირის ორშაბათს კი მიწის მართვის ბიურო გადაწტყვეტს, საჭირო იქნება თუ არა ამ საკითხის გარშემო დამატებით გამოძიებების ჩატარება.