„პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ინტერნეტ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მასზე ძალადობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  ჟურნალისტს, რომელიც 31 ოქტომბერს, არჩევნებს აშუქებდა, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი კაცი თავს დაესხა და მის კამერას წიხლი დაატყა. იგივე კაცი იგინებოდა მედიის სხვა წარმომადგენლების მისამართითაც. მომხდარის ამსახველი ვიდეო თავად „პუბლიკამ“ გაავრცელა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30928259.html #ახალი_ამბები #twitter