რუსეთში 7 ადამიანი გარდაიცვალა ხანდაზმულთა არალეგალურ თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის ხელისუფლების ცნობით 7 ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა არალეგალურ თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დასავლეთ ციმბირში მდებარე დაბა ბოროვსკაში. მაშველებმა შეძლეს ორი მოხუცისა და თავშესაფრის მეპატრონის გადარჩენა. წინასწარი ინფორმაციით 70 წელს გადაცილებული 7 ხანდაზმული ცეცხლის კვამლით გაიგუდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზს იძიებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, როგორც იუწყებიან, პირად კონტროლზე აიყვანა ტრაგიკული ინცინდენტის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის -  „გაუფრთხილებლობით ორი და მეტი პირის სიკვდილის“ - მუხლით. გამოიძიების ფარგლებში უკვე დააკვეს არალეგალური თავშესაფრის მეპატრონე. ეს არ არის რუსეთში ხანძრის შედეგად ხანდაზმულთა მასობრივი დაღუპვის პირველი შემთხვევა. 2020 წლის დეკემბერში 11 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში მომხდარი ხანძრის შედეგად.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31041495.html #ახალი_ამბები #twitter