ბავშვები აქციაზე - საპროტესტო აქცია საბერიო-ფახულანის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან

Tbilisi Daily

"გვახსოვს 20 ივნისი" "სოლიდარობა დასახიჩრებულ ადამიანებს", "რუსეთი ოკუპანტია", "20 ივნისის გამოღვიძება", - ამ ტრანსფარანტებით ხელში სამოქალაქო მოძრაობა "ხმამ" წალენჯიხაში, საბერიო-ფახულანის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები. როგორც აქციის ორგანიზატორმა ირაკლი ხარჩილავამ განაცხადა, აქციის მიზანია 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტების მოსახლეობისთვის შეხსენება. "ამ აქციით კიდევ ერთხელ ვახსენებთ მოსახლეობას თუ როგორ მოექცა ადამიანებს ხელისუფლება, რომელიც რუსეთუმეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ისევე როგორც რუსის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიებს, ხელისუფლებაც მალე შეიცვლება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს," განაცხადა ხარჩილავამ.