კელი დეგნანი:

Tbilisi Daily

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საერთო სასამართლოების შესახებ ახალი კანონპროექტის დამტკიცებას მიესალმება. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია. „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს სისტემის გასაუმჯობესებლად და ჩვენგან პარლამენტი შექებას იმსახურებს იმისთვის, რომ მუშაობდა და პრიორიტეტს ანიჭებდა ამ მიმართულებებს. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, აქ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის მოსამართლეთა დასახელება და არჩევის პროცესი, ასევე დაემატა წერილობითი დასაბუთების აუცილებლობა და გასაჩივრების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ეს საკითხები, რადგან კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება ხმის მიცემის პროცესი. ეს ის ძირითადი მიმართულებები და რეკომენდაციებია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ საკითხებზე მოხდა რეაგირება და ისინი აისახა კანონმდებლობაში. რაც შეეხება სხვა დანარჩენ რეკომენდაციებს, იყო სხვა რეკომენდაციები ვენეციის კომისიის, აშშ-ისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ახალი პარლამენტი კვლავ სასამართლო საკითხებს მიანიჭებს პრიორიტეტს, ისევე, როგორც ახლანდელი პარლამენტი ანიჭებდა თავისი მუშაობის პერიოდში და გადაწყვეტს, გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც უკვე ცნობილია. ძირითადი მიზანი ამ რეფორმისა გახლავთ ის, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ორგანო. იმიტომ, რომ სასამართლო ორგანო არის დემოკრატიის ქვაკუთხედი“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს კახეთში სტუმრობის დროს.