ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
Tbilisi Daily
საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ზაზა გახელაძე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, უკანონოდ დაკავებული ქვემო ჭალის მკვიდრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინში იყო მოთავსებული.