მესტიაში ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
Zugdidi Daily
მესტიის სოფელ იდლიანში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, რამაც შესაძლოა 10 ოჯახის ევაკუაცია გამოიწვიოს. დასახლებულ პუნქტამდე 200-300 მეტრია დარჩენილი.
მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით ცეცხლი უკვე მოუახლოვდა თემში შემავალ სოფელ ლებურცხილას. რთულია ხანძრის გავრცელების ფართობის დაზუსტება, მიზეზი ცუდი ხილვადობაა.
მერიის წარმომადგენელი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
"ალბათ 2-3 ჰექტარზე იქნება. არ ჩანს. ვერ ვაფიქსირებთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჯერჯერობით. ძალიან გავრცელდა ხანძარი. ქარია. საღამოს თუ ჩადგება, სავარაუდოდ სიტუაცია უფრო დაწყნარდება. გუშინაც შუადღისას ძალიან მოედო და საღამოს დაწყნარდა. დილას თითქმის ჩამქრალი გვეგონა, მაგრამ შუადღისას ისევ გააქტიურდა.
ვერტმფრენს, რომელიც ახლა მთის მხარეს აქრობს ხანძარს, ვთხოვეთ ახლა აქეთ წამოვიდეს. თუ ასე გაგრძელდა ძალიან საშიში იქნება... ახლაც, უკვე ძალიან ძლიერი დაკვამლიანებაა. სტიქიასთან ახლოს ყველაზე ახლოს ორი ოჯახია, სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ცეცხლთან."
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სამუშაოებს 2 ვერტმფრენი ახორციელებს.
#მესტია #ხანძარი #დასახლებულიპუნქტი #მერია #ვერტმფრენები #მეხანძრემაშველები #სამუშაოები #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com