ნუ ეძებთ რაიმე სკანდალს - ღარიბაშვილი ევროპული საბჭოსადმი პრეზიდენტის მიმართვაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 23 ივნისს ევროული საბჭოსადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართა სიმბულურ ხასიათს ატარებდა, მას არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო, სხვა შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს პრემიერისგან კანონით გათვალისწინებული ნებართვის აღება მოუხდებოდა. დღეს 24 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს რატომ მიმართა ვიდეოს ზარის ფორმატში სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ საბჭოს და არა ქვეყნის პირველმა პირმა -  პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენი პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო მეთაური, და ამ შემთხვევაში მისი მონაწილეობა, მიმართვა იყო აბსოლუტურად სიმბოლური,  მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ, სხვა შემთხვევაში მას მოუწევდა კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის აღება. ეს რაც არის გაწერილი კონსტიტუციის მიხედვით, ასე რომ, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ძალიან ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები დადიან ბრიუსელში, მონაწილეობენ ნატოს სამიტებში, ევროკავშირის სხდომებს ესწრებიან, პრეზიდენტები საპარლამენტო რესპუბლიკების, როლებსაც, იქაც აქვთ ნომუნალური წარმომადგენლობითი ფუნქცია, ესეც ნორმალურია და ამაშიც ნუ ეძებთ რაიმე სკანდალს“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტების მსგავსაც 23 ივნისს ევროპულ საბჭოს მიმართა. საბჭოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები მთავრობასა და მას შორის კრიტიკური განხილვის საგანი რამდენჯერმე  გახდა. უკანასკნელად  10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ უფლება არ მისცა, გაემართა საერთაშორისო ვიზიტები. ამის შესახებ მან ბრიუსელიდან ისაუბრა, საიდანაც, მისი განმარტებით გეგმავდა სხვა ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. მომდევნო დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტისგან არ მიუღია ოფიციალური მიმართვა ახალი საერთაშორისო ვიზიტებზე მიმართვის შესახებ. მისი სიტყვებით,ბოლო დღეების განმავლობაში., პრეზიდენტს ყველა  ოფიციალური მიმართვა დაუკმატოფილეს. პირველად ვიზიტებზე მთავრობისგან მიღებული უარის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუწია.  ამასთან, კრიტიკული იყო პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ზოგი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებების გამო, სადაც ის მთავრობას ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმილი ნაბიჯების დეფიციტზე საუბრობდა. "სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივებში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში", - თქვა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 10 ივნისს ევროინტეგრაციაზე საუბრის დრო გამოთქმული პოზიციის კომენტირებისას. სალომე ზურაბიშვილი ამბობდა "არ შეუძლია მარტომ გადაარჩინოს მთლიანად მთავრობის უმოქმედობა".   https://www.radiotavisupleba.ge/a/31913473.html

Source: radiotavisupleba.ge