25 აპრილს ცნობილი თეატრის რეჟისორი, აფხაზეთის სახალხო არტისტი ნელი აშბა 92 წლის გახდებოდა
Sokhumi Daily
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აფხაზური თეატრის ცხოვრებაში ნელი ეშბას სახელს უკავშირდება.
1961 წელს მან დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1961 წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის აფხაზური დასის რეჟისორი იყო, 1963-1964 წლებში კი მთავარი რეჟისორი. 1963-1964 წლებში სტაჟირებას გადიოდა პეტერბურგის მ. გორკის სახელობის აკადემიურ დიდ თეატრში გ. ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით. 1964-1968 წლებში რეჟისორად მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. 1968-1974 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და აფხაზური დასის მთავარი რეჟისორი. საუკეთესო დადგმებია: დ. გულიას "აჩრდილები", პ. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია", რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია", რ. შვარცის "შიშველი მეფე", მ. გორკის "მოგარაკენი", ა. დიუმას "კლოდის ცოლი", დ. ჟოტევის "ვენერას შემოსვა", ბ. შინკუბას "სიმღერა კლდეზე", ფ. შილერის "დონ კარლოსი" და სხვ. 1973-1974 და 1977-1983 წლებში ნელი ეშბა იყო რუსეთის სხვადასხვა თეატრების რეჟისორი. 1974-1977 წლებში იყო ასტრახანის დრამატული თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი. 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით მოსკოვში შეიქმნა თეატრი "ვრემია", სადაც იგი მოღვაწეობდა როგორც დირექტორი და მთავარი რეჟისორი.
#თეატრი
#კინო
#აფხაზეთი
#SokhumiDaily