გორის კლინიკაში მოწამვლის ნიშნებით გადაყვანილ ბავშვთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა
Pirveliradio Ge
გორში, სამედიცინო ცენტრ იავნანაში მოწამვლის სიმპტომებით კიდევ 30 ბავშვი შეიყვანეს. ჯამში, იავნანაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 80-მდე ბავშვი მკურნალობს. ამის შესახებ ფორმულას კლინიკაში განუცხადეს.
ექიმის თქმით, აღნიშნულ მოვლენებს მშობლები, სავარაუდოდ, საკვებს ან წყალს უკავშირებენ.