ბრაზილიელი მცველი მილანში გადასვლასთან ახლოსაა

Headline Sport

პარის სენ ჟერმენის კაპიტანი, ტიაგო სილვა ამ ზაფხულს მილანში დაბრუნებას უფრო და უფრო უახლოვდება. ინფორმაციას Sport Mediaset ავრცელებს. ბრაზილიის ნაკრების მცველი როსონერიდან პარიზში 2012/13 წლის სეზონის წინ გადავიდა და მას შემდეგ წლების განმავლობაში პარიზული კლუბის დაცვის ლიდერად გვევლინებოდა. ტიაგო სილვას პარიზელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. კლუბმა შესთავაზა ერთწლიანი კონტრქტი, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირებული ანაზღაურებით. Sport Mediaset-ის ცნობით, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის და ვეტერანი მცველი კლუბის გამოცვლას განიხილავს. მილანთან შეთანხმების შემთხვევაში, 35 წლის მცველი ყოფილ კლუბში შეუერთდება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც წლების შემდეგ ასევე დაბრუნდა სან სიროზე. #headlinesport #sport #football #psg #thiagosilva #zlatan #ibra #ibrahiovic #milan #transfers #reunion