საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიაგამანადგურებლებსა და საზღვაო ფრეგატს აგზავნი

Middleeast Report

საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში Rafale-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელსა და საზღვაო ფრეგატ Lafayette - ს გააგზავნის. საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთთან დაძაბულობის ფონზე მიიღო. მიმდინარე კვირის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთს მოუწოდა, შეაჩეროს სადავო ზონაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები, რამაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. NATO-ს წევრი სახელმწიფოები, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ერთმანესთ დაუპირისპირდნენ. საფრანგეთი ცდილობს შეაჩეროს თურქეთის ექსპანსია აღნიშნულ რეგიონში და ლიდერის პოზიცია მოიპოვოს. (რაც ბეირუტში მომხდარი აფეთქების შემდეგაც ნათელი გახდა). #ახალიამბები #პოლიტიკა #თურქეთი #საფრანგეთი #ახლოაღმოსავლეთი #ხმელთაშუა #ზღვა #france #turkey #news #politics #opinion #conflict #middleeast #sea