კალიფორნიის ბაპტისტურ ეკლესიაში 2 უსახლკარო მოკლეს

Tbilisi Daily

კალიფორნიის ბაპტისტურ ეკლესიაში ღამის გასათევად მისული 2 უსახლკარო მოკლეს. ინფორმაციას foxnews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სან-ხოსეს გრეისის ბაპტისტურ ეკლესიაში, როდესაც უსახლკაროები ღამის გასათევად იყვნენ, თავდასხმის დროს 2 ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც კალიფორნიის პოლიცია აღნიშნავს, დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები. „თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, გადარჩენილებს კი მიღებული აქვთ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები. შემთხვევა ღამით, სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კორპუსის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მოხდა“, - აცხადებს პოლიცია.