„ადამიანმა რომელიც ჩაის სვამს, როგორ გაიკეთოს ნიღაბი? როგორ დალიოს ჩაი? - ჩაიხანის მფლობელი
Marneuli Daily
მარნეულში მცხოვრები რამილ ამირასლანოვი 4 თვეა, რაც ჩაიხანას ამუშავებს. ის ჩაიხანაში მომხმარებლებს ჩილიმსაც სთავაზობს. დაწსებული შეზღუდვების გამო რამილის ჩაიხანაც დაკეტილი იყო, მან მუშაობა 8 ივნისიდან განაახლა.
„2016 წლიდან ჩაიხანას ვამუშავებ. კარანტინის პერიოდში დაკეტილი ვიყავით. 1 ივნისიდან გახსენეს, მაგრამ 8 ივნისიდან მოგვცეს მუშაობის ნებართვა. მე შიგნით არ ვიღებ კლიენტებს ეზო მაქვს. შეიგნით ჩილიმის გამოყენება და კონდიციონერის მუშაობა რომ აიკრძალა მე არ მაწყობს“
იგი აცხადებს, რომ წვიმიან ამინდებში მომხმარებლები შიდა სივრცეში დაჯდომას ანიჭებენ უპირატესობას.
„შეიძლება წვიმა რომ იყოს კლიენტები შიგნით შევიდნენ, მაგრამ არის წესები რომელიც უნდა დაიცვან. დისტანცია და ნიღაბის ტარება საჭიროა. მაგრამ ადამიანი რომელიც ჩაის სვამს ნიღაბს როგორ გაიკეთებს? ჩაის როგორ დალევს?“.
ჩაიხანა ღია ტიპის კაფედ მიიჩნევა. მათი ფუნქციონირება ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზეა შესაძლებელი. აუცილებელია მომხმარებელთა მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, არანაკლებ 2 მეტრისა. იმ შემთხვევაში, თუ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, შესაძლებელია გამოიყენონ დამცავი ბარიერი. ერთ მაგიდასთან დასაშვებია მხოლოდ 6 მომხმარებლი. დამატებითი გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავება.
#ჩაიხანა
#მუშაობა
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
#news
წყარო : რადიო მარნეული