მთავარ პრობლემას ვხედავთ ხელისუფლებაში და არა ფარცხალაძეში - კოჟორიძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142311
მთავარ პრობლემას ვხედავთ ხელისუფლებაში და არა ფარცხალაძეში - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძე "ფორმულასთან" საუბრისა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა ოთარ ფარცხალაძის საშვთან დაკავშირებით.
„დღეს ჩვენმა პარტიამ შეიტანა კანცელარიაში განცხადება და ოფიციალურად მოვითხოვეთ ინფორმაცია. არცერთ უწყებას ჯერ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება - თუ ჰქონდა, ვინ გასცა და თუ არ ჰქონდა, როგორი იყო ამაზე რეაგირება. ჩვენი ქმედება ამით იყო განპირობებული. იმის თქმა გვინდა, რომ ფაქტებს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე და აუცილებლად გავიგებთ კითხვაზე პასუხის გაცემა. მინდა გავუსვა ხაზი, რაში ვხედავთ პრობლემას - მთავარ პრობლემას ვხედავთ ხელისუფლებაში", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.