თბილისის უფასო სასადილოებში დღეიდან მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა

Tbilisi Daily

დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა.ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ. მერიის ცნობით, მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვითა და შესაბამისი ეკიპირებით მოემსახურებიან. #კორონავირუსი #სასადილო #ახალიწესი #tbilisidaily