რა აძვირებს ბილეთებს ჩარტერულ ავიარეისებზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
wiz air - მა და myway airlines-მა ივლისში, სპეცრეისების შესრულებისთვის, მთავრობისგან შესაძლოა 261 ათასი ევრო მიიღონ. ასე წერია, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში. ევროპაში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 5 რეისი უნდა შესრულდეს. თუ დაანონსებული ფრენების რაოდენობა არ გაიზრდება, მთავრობა ერთ ფრენაში საშუალოდ 52 ათას ევროს გადაიხდის.