თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი ქალები

Tbilisi Daily

საქართველოს ისტორია არის ომი და აჯანყება ოკუპაციის წინააღმდეგ. თავისუფლებისათვის ბრძოლაში ქალებს დიდი წვლილი მიუძღვით, დღეს კი სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებ. მეამბოხე ქალებზე პირველი მარო მაყაშვილი მახსენდება. ეროვნული გმირის ბიოგრაფია ყველასათვის ცნობილია, ამიტომ დღეს მისი ბიოგრაფიის ნაცვლად, პირად დღიურებს შევეხები და ერთ საინტერესო მონაკვეთს გაგაცნობთ. „ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს - ის მდგომარეობის მონაა“. ახლა ჯერი ირინე სხირტლაძეზე მიდგა, ყველამ ვიცით ცნობილი ფრაზა "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი !" ეს არის ამონარიდი ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიდან, რომელიც მან ირინე სხირტლაძეს, ირინოლას მიუძღვნა. ირინე სხირტლაძე, იგივე "ირკა" არის ქალი, რომელმაც ბატალიონთან ერთად მთლიანი გზა გამოიარა და პოლონეთშიც კი ბოლო წუთამდე იცავდა საქართველოს ღირსებას. მისი თავდადება არაერთი მწერლის, პოეტის თუ რეჟისორის ინსპირაცია გახდა მომავალში. შემდეგი რასაც მოგითხრობთ, არის ქართველი პარტიზანის ისტორია, რომელიც ფაშისტურმა გერმანიამ ვერ გატეხა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ზოია რუხაძე გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრ კავშირის საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, ასევე აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე. შემდეგ იგი ფაშისტებმა ტყვედ აქციეს და მოსთხოვეს გაეცა ყველა მისთვის ცნობილი ინფორმაცია. როდესაც პასუხი ვერ მიიღეს იგი საშინლად აწამეს. მის მოღვაწეობას რეჟისორმა დავით რონდელმა მხატვრული ფილმი "ზოია რუხაძე" მიუძღვნა. საქართველოს ძალიან ბევრი მეამბოხე ქალი ჰყავდა, რომელთა გმირული თავდადება არაერთი მამაკაცის შემოქმედების ინსპირაცია გახდა. კიდევ იტყვით ქალები "სუსტ სქესს" მიეკუთვნებიანო ? #ქალები #აჯანყება #მეამბოხე #პარტიზანი #სსრკ #საქართველო #ფაშისტურიგერმანია #TbilisiDaily