გიორგი გახარია: ამ სასაცილო ისტორიაში მთავარი იყო გამოძიებასთან მეთანამშრომლა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შემესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ“, - განაცხადა 22 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.
„არტარეას“ უყურებთ? უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ“, - თქვა გიორგი გახარიამ.
მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:
უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);
უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);
„არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;
22 აგვისტოს განცხადება გაავრცელა "ლელოს" პრესსამსახურმა მისი ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სახელით, რომელიც აცხადებს, რომ პროკურატურა უსუსურად ცდილობს, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მოუხსნას "მუქარის წერილთან" დაკავშირებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30796950.html
#ახალი_ამბები
#twitter