კისლოვოდსკი - გაგრა, "ტურისტული მატარებელი"
Sokhumi Daily
საახალწლო დღესასწაულებზე, 28 დეკემბრიდან - 10 იანვრის ჩათვლით, კისლოვოდსკიდან გაგრაში ტურისტული მატარებელი ივლის. ინფორმაციას "რუსეთის რკინიგზა" ავრცელებს, წერს "აფსნიპრესი". ამავე ინფორმაციით, გადამზიდავი კომპანია ასევე მოემსახურება, ამ პერიოდში სოჭში მყოფ დამსვენებლებსაც, რომლებსაც "აფხაზეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ, ამ ტურის ფარგლებში".
მანამდე დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ გამოცემას განუცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, იზრდება მოთხოვნა აფხაზეთში საახალწლო ტურებზე და ამ დროისათვის სასტუმროების თითქმის 50% დაჯავშნილია.
ამასთან ერთად, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წინასაახალწლო დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს აძლიერებს კონტროლს და მკაცრად აფრთხილებს მოქალაქეებს და დღესასწაულების ორგანიზატორებს, რომ ამ პერიოდში თავი შეიკავონ საქორწილო ცერემონიების, აგრეთვე მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისგან.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო ინიფიცირების 7704 შემთხვევაა დადასტურებული.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა