უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული აღლუმი გააპროტესტა

Tbilisi Daily

უკრაინამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სევასტოპოლში ჩატარებული სამხედრო-საზღვაო აღლუმის გამო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის აღლუმის ჩატარებას აფასებს საერთაშორისო სამართლის, გაეროს რეზოლუციების და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევად. უკრაინის პოზიციაა, რომ სამხედრო აღლუმი იყო დაძაბულობის ესკალაციისკენ გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯი. კიევი მოსკოვისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და მიიღოს ამომწურავი ზომები სუვერენული უკრაინის ნაწილის დეოკუპაციისთვის. რუსეთმა ანექსირებულ სევასტოპოლში 26 ივლისს ჩაატარა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. #პოლიტიკა #ახალიამბები