მკვლელობა ფოთში.

Zugdidi Daily

მრავლობითი ჭრილობის მქონე შუახნის მამაკაცი ფოთის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასიკვდილო დაჭრას წინ უძღოდა ე.წ. ქურდული გარჩევა. გარდაცვლილი სასტიკად ნაცემია. კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფრომაციით, მამაკაცს შემავალი ჭრილობები ბარძაყისა და მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა. ამასთან დაკავშირებით თეა მიგინეიშვილი კომენტარს აკეთებს : "პაციენტს შემოყვანისთანავე ჩავუტარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, ის უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა." შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რავ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. #ფოთი #სამეგრელო #მკვლელობა #კლინიკა #დირექტორი #პაციენტი #zugdididaily