რატომ დაიხურა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ორი კლასი?
Zugdidi Daily
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის (ორი პარალელური კლასი) მოსწავლეები და მათი ორი მასწავლებელი თვითიზოლაციაში არიან. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც მესამე კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორივე კლასში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
სკოლის მოსწავლეს, რომელიც, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, Covid 19 გუშინ დაუდგინდა.
________________
ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი