საერთაშორისო ფრენების აღდგენა 31 ივლისამდე გადაიდო
Kutaisi Daily
როგორც დღეს გიორგი გახარიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი წერს , რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანას ოფიციალურ რეკომენდიციას აძლევს , 1 ივლისიდან გახსნან საზღვრები.
,,საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით" - გახარია
კონკრეტულად როდის აღდგენება რეგულარული ფრენები ჯერჯერობით უცნობია , რადგან ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნდა წარიმართოს დისკუსიები გარკვეულ რეგულაციებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. დღეს საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ მიზეზებზე თუ რატომ გადაიდო საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ასევე ყურადღება გაამახვილეს ფეიკ ინფორმაციას , რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთიდან მანქანებით შემომავალი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან. აქვე აღნიშნეს ,რომ საზღვრები ყველასთვის დაკეტილა და პრივილეგიებით ვერავინ ისარგებლებს.
ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზე თუ რატომ გახდა საჭირო ფრენების აღდგენის თარიღის გადავადება. შარშანდელი მონაცემების მიხედვით , კვირაში ისევ 200 ფრენა რომ ყოფილიყო , მინისტრის თქმით, ეპიდემოლოგიური კატასტროფა და სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 31 ივლისამდე გადაიდო.