აჭარაში კოვიდით გარდაცვალების ახალი შემთხვევები გამოვლინდა
Batumi Daily
15 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 87 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 8 ოქტომბერს შეიყვანა. დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია".
მეორე გარდაცვლილი 65 წლის კაცი იყო, რომელიც კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობდა. მისი დიაგნოზი გახლდათ: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიაბატი – ტიპი 2, ქრ. ლიმოციტური ლეიკემია“.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი