უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერებს კოვიდ 19-ის ვაქცინის შექმნის გზაზე დიდი წინსვლა აქვთ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142921
უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მონოკლონალური ანტისხეულები შექმნეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტისხეულებმა სარს-2 ვირუსის უჯრედების განეიტრალება და ორგანიზმში ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მეცნიერთა განცხადებით, ეს კოვიდ 19-ის ვაქცინის შესაქმენლად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ მონოკლონალური ანტისხეულების შექმნამ კიბოს მკურნალობაში რევოლუცია უკვე მოახდინა და ექიმები ონკოლოგიური პაცინეტების სამკურნალოდ მასზე დაფუძნებულ პრეპარატებს იყენებენ.